вторник, 3 ноября 2009 г.

ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი

1.პროექტის სახელი: ნიკოლოზ ბარათაშვილი- „ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი“
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გაიღრმავებენ ცოდნას და პოეტის გარდაცვალებიდან 165-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩაატარებენ კვლევებს. დაგეგმავენ საინტერესო ღონისძიებებს.
3. პროექტის სრული აღწერა: ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითეული მოსწავლისათვის. ისინი გაეცნობიან პოეტის ბიოგრაფიას, პოეზიას, პირად წერილებს, აუდიო და ვიდეო მასალას. სკოლაში ჩატარდება ღონისძიებები: ლიტერატურული კითხვა, ერთი ლექსის კონკურსი, კონფერენცია, ვიქტორინა, ლიტერატურული საღამო. მოეწყობა სასწავლო ექსკურსია თბილისში. დაათვალიერებენ პოეტის სახლ-მუზეუმსა და I გიმნაზიას. პატივს მიაგებენ ბარათაშვილის ნეშთს მთაწმინდის პანთეონში.
4. მოსწავლის ასაკი: VI-XI კლასის მოსწავლეები.
5.ვადები,ხანგრძლივობა: 2010 წლის თებერვალი-ივნისი.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები:
 შეიქმნება საპროექტო ჯგუფი;
 განაწილდება ფუნქციები, ვინ იქნება კონკრეტულ საქმიანობასა და შედეგზე პასუხისმგებელი;
 ვინ რა ღონისძიებას მოამზადებს და როდის;
 ვინ იქნება შემსრულებელი;
 ვინ იქნება პროექტის პრეზენტატორი;
 ვინ წარმოადგენს შეფასებას, ანგარიშს ჩატარებული საქმიანობის შესახებ.
7. მოსალოდნელი შედეგი:
 შექმნიან ნიკოლოზ ბარათაშვილის ვებ-გბერდს;
 ჩაატარებენ გამოკითხვას სკოლაში;
 გამოუშვებენ კედლის გაზეთებს;
 გამოუშვებენ პოეტისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ ჟურნალს;
 მოეწყობა ლიტერატურული კითხვა;
 ჩატარდება ერთი ლექსის კონკურსი;
 ჩატარდება კომფერენცია;
 ჩატარდება ვიქრორინა;
 მოეწყობა ლიტერატურული საღამო.
 მოეწყობა სასწავლო ექსკურსია თბილისში.
8. სარგებლობა სხვებისათვის:
 შესაძლებლობა ექნებათ ნახონ პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვებ-გვერდი;
 ისარგებლებენ ვებ-გვერდზე განთავსებული მასალებით;
 დაესწრებიან სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებებს.
 გაეცნობიან ლიტერატურულ ჟურნალს.
9. სამუშაო ენა: ქართული, რუსული,ინგლისური.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: სხვა სკოლებს შეუძლიათ ჩაერთონ პროექტში ან განახორციელონ საკუთარ სკოლაში.
11. საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება,უცხოენა.
ქართ.VI.1 მოსწავლე გეგმავს და ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს.
ქართ.VI.2 მოსწავლე ეფექტურად იყენებს დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფურ და ინდივიდუალურ სტრატეგიებს.
ქართ.VII.4 მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში;
ქართ.VII.11. მოსწავლე ქმნის წერილობით ტექსტებს სხვადასხვა მიზნით.
ქართ.VII.12. მოსწავლე ირჩევს წერილობითი ტექსტების ფორმასა და სტილს, მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ.IX. მოსწავლე ისმენს და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა თვალსაზრისებს სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
ქართ.X.8. მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებებს, პუბლიცისტურ თხზულებებს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.
ქართ.X.11. მოსწავლე წერს თხზულებას სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
ქართ.X.14.მოსწავლე წერს გამოხმაურებას წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.
ქართ.XI.1.მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას კონკრეტული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.
ქართ.XI.10. მოსწავლე წერს სხვადასხვა სახის ესეს.
12. პროექტის ფასილიტატორი: მანანა რაზმაძე.
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: manana1212@mail.ru
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:mananarazmadze.blogeri.com